Tuesday, December 15, 2009

სასწავლო პროექტი

  1. პროექტის სახელი:

„სიბრძნე-სიცრუისა“
2
. პროექტის მოკლე აღწერა 1 -2 წინადადებით:

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან იგავ-არაკების ფართო სპექტრს; შეიძენენ იგავ-არაკებში გადმოცემული სიბრძნის აღქმის უნარს; შეძლებენ ალეგორიული ნაწარმოების გარჩევას და რეალურ ცხოვრებაში ანალოგიების მოძებნას; გაეცნობიან ძველი ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელ სტილს და ნაწარმოების იდეურ-თემატურ და მხატვრულ ღირებულებას.

  1. პროექტის სრული აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის სულხან-საბა ორბელიანის ამ მნიშვნელოვანი ნაწარმოების გაცნობას, მასში გადმოცემული სიბრძნის სწავლებას, მათთვის თავისუფალი აზროვნების და დასკვნების გამოტანის უნარს.

1) პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები შეძლებენ შეთხზული ამბებიდან სიბრძნის აღქმას;

2) იგავების საშუალებით გადმოცემული მანკიერი და დადებითი თვისებების გარჩევას;

3) შეეჩვიონ მასწავლებისგან დამოუკიდებლად ჯგუფურად მუშაობას;

4) მასწავლებლის ან მათ მიერ შერჩეული ცალკეული თემის გარშემო საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარს;

  1. მონაწილეთა ასაკი: 12 წელი
  2. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
  3. პროექტის ესაძლო აქტივობები კლასში:

1) VI კლასის ბაზაზე პროექტში მოსწავლეთა შერჩევა და თემატური ჯგუფების ჩამოყალიბება;

2) თითოეული სამუშაო ჯგუფისთვის თემების განაწილება, თემის ირგვლივ დასმული კითხვების და ამოცანების დასახვა და მასზე მუშაობისთვის საჭირო სასწავლო მასალით უზრუნველყოფა;

3) სამუშაო ჯგუფებისთვის მიცემული დავალების შესრულების გეგმა-ეტაპების განსაზღვრა და ჯგუფის შიგნით სამუშაოს ორგანიზება.

4) შუალედური და საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის ფორმების გაცნობა;

5) შუალედური და საბოლოო ანგარიშების მოხსენება და განხილვა მასწავლებლისა და თანაკლასელთა თანდასწრებით;

6) სამუშოა ჯგუფების ერთობლივი მოხსენების მომზადება და პროეტის საბოლოო პროდუქტის პრეზენტაცია.

7) მოსწავლეთა ცალკეული ჯგუფების და მათი წევრების შეფასება ისტ-ის საშუალებით შექმნილი რუბრიკის გამოყენებით.

  1. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

1) პროექტის შედაგად მოხდება ნაწარმოებში მოცემული სხვადასხვა იგავების თემატური დაჯგუფება;

2) გაკეთდება თითოეული შესწავლილი იგავის ანალიზი და მისი მიზანი;

3) მოსწავლეები შეეაფასებენ ნაწარმოების პერსონაჟებს საკუთარი შეხედულებისამებრ;

4) ისტ-სი გამოყნებით გააცოცხლებენ მათთვის საინტერესო ცალკეული იგავების პერსონაჟებს და დაასაბუთებენ მათი საყვარელი იგავის, თუ პერსონაჟის უპირატესობას;

5) მოსწავლეები შეძლებენ შეთხზული ამბებიდან სიბრძნის აღქმას;

6) იგავების საშუალებით გადმოცემული მანკიერი და დადებითი თვისებების გარჩევას;

7) შეეჩვიონ მასწავლებისგან დამოუკიდებლად ჯგუფურად მუშაობას;

8) მასწავლებლის ან მათ მიერ შერჩეული ცალკეული თემის გარშემო საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარს;

8. სარგებელი სხვებისთვის:

პროექტის შედეგების გაცნობა და გამოყენება შეეძლებათ სკოლის სხვა მოსწავლეებსაც, ასევე ნებისმიერ დიანტერესებულ პირს როგორ სკოლაში ისე მის ფარგლებს გარეთ (მაგ. პროექტის ვებ-გვერდის მეშვეობით)

9. სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტის მიზნები და შედეგები შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ სტანდარტებთან:

ქ. VI ენა 1.1. მოსწავლეს განვითარებული აქვს და ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის აუცილებელი უნარ-ჩვევები;

ქ. VI კომ. 1.1. ენობრივ კომპეტენციაზე დაყრდნობით მოსწავლე აანლიზებს და მართებულად წარმართავს საკუთარ სამეტყველო ქცევას;

ქ. VI კომ 1.2. მოსმენით გაარჩევს და განმარტავს სხვადსხვა ტიპის ტექსტის მიზანს მსჯელობს ამ მიყნის მიღწევის გა,მომხატველობით საშუალებებზე;

ქ. VI ლიტ. 1.2. მოსწავლე მსჯელობს მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ეპიზოდის ან პეროსნაჟის ქმედების შესახებ;

ქ. VI ენა 2.1. მოსწავლედ დამოუკიდებლად კითხულობს ნაირგვარი შინაარსის ტექსტებს; აანალიყებს იმ ენობრივ საშუალებებს, რომლებსაც ავტორი იყენებს განსაზღვრული ეფექტის მისაღწევად;

ქ. VI ლიტ. 2.1. იყენებს კითხვის სხვადსხვა სტრატეგიებს;

ქ. VI ენა 2.2. ამოიცნობს და განმარტავს ტექსტის ტიპის განმსაზღვრელ ენობრივ-სტილურ ნიშნებს;

ქ. VI ლიტ. 3.1. მოსწავლე წერის პროცესსი იყენებს პიროვნულ და შემოქმედებით გამოცდილებას.

12. პროექტის ფასილიტატორი: მარინე წივწივაძე
13.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: marinewivwivadze@gmail.com
14.
პროექტის ფორუმი: -
15.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://marinewivwivadze.blogspot.com